გიორგი უძილაური: ძალიან დიდი თხოვნა მაქვს...
-
+
1 აპრილი. 2017. 01:28
„როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს დაზარალებულთა ტკივილი, არ მიაყენოთ შეურაცხყოფა პასუხისგებაში მიცემულებს და მით უმეტეს, მათი ოჯახის წევრებს", - ამ სიტყვებით ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში ე.წ. ცენტრ-პოინტის საქმეს ეხმაურება.
„ნინო დარასელი, რუსუდან კერვალიშვილის და ზაზა დარასელის შვილი არის ძალიან კარგი ადამიანი და უდიდეს პატივს ვცემ მას. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი - რა გადაიტანეს „ცენტრ-პოინტისგან" დაზარალებულებმა, თანაგრძნობის გრძნობა არ დამიკარგავს და ვუთანაგრძნობ ნინოს. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს დაზარალებულთა ტკივილი, არ მიაყენოთ შეურაცხყოფა პასუხისგებაში მიცემულებს და მით უმეტეს, მათი ოჯახის წევრებს", - წერს უძილაური.