logo_geo
eng_logo
კარლო კოპალიანი: მარგველაშვილმა თავისი შეცდომა „ფარული მოსმენების“ კანონზე ხელმოწერით აღიარა
- +

1 აპრილი. 2017. 01:53



ძალიან კარგია, რომ მოსმენების კანონზე პრეზიდენტმა ხელი მოაწერა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „რეპორტიორს" განუცხადა. როგორც კოპალიანი აღნიშნავს, ამ ხელმოწერით პრეზიდენტმა საკუთარი შეცდომა აღიარა.


„საერთოდ, რეგლამენტით როგორც ხდება, მას შეეძლო, არ მოეწერა ხელი, თუმცა შემდეგ ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე და კანონი მაინც შედის ძალაში. აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის არგუმენტირებული შენიშვნები იმდენად სუსტი იყო, რომ მისმა გუნდმა და თვითონ პრეზიდენტმა გადაწყვიტეს, ხელი მოეწერა, მით უმეტეს, ამ კანონმა ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტის მიერ, ალბათ ეს მარგველაშვილმა გაითვალისწინა. მე ვუწონებ ამ საქციელს.

 

საერთოდ, ჩვენ ვაღიარებთ შეცდომებს და შეცდომების აღიარება, ალბათ, ყველაზე დიდი პლუსია ადამიანისთვის, მით უმეტეს, ხელისუფლებისთვის. ჩვენ გვყავდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც არასდროს აღიარებდა შეცდომებს, ხალხს ხოცავდა ქუჩაში, თუმცა, ამას კანონის დაცვად მიიჩნევდა. ჩვენ არ ვართ ასეთი ხელისუფლება და ვაღიარებთ შეცდომებს. კარგია, რომ ეს პატარა შეცდომა, რომელიც პრეზიდენტმა დაუშვა, აღიარა თავისი ხელმოწერით", - ამბობს კოპალიანი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner