„ცენტრ პოინტის" კრიზისმენეჯერმა ნიკა ბერიძემ „tvპირველის" გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა, რომ კომპანიას 4 000 ადამიანის დაკმაყოფილება შეგვიძლია.
„2016 წლის ზაფხულში, როდესაც შეიქმნა კრიზისმენეჯმენტი, მოვახერხეთ რამდენიმე საინვესტიციო ჯგუფთან მოლაპარაკება. მათ გადაინაწილეს „ცენტრ პოინტის" არსებული მშენებლობები. მათ გაითვალისწინეს ჩვენი მდგომარეობა, ამ 6 000 ადამიანის მდგომარეობა. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სულ არის გაფორმებული 6 000 ხელშეკრულება, აქედან საიდანაც 2000 დაკმაყოფილებულია. დარჩენილია სულ 4 ათასი ოჯახი.
დიახ, ამ 4 000 ადამიანის დაკმაყოფილება შეგვიძლია. ორი უმსხვილესი და საინვესტიციო ჯგუფი: კომპანია „იქსოლი", მასთან უკვე გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება, რომელმაც 2000 ადამიანის დაკმაყოფილება თავის თავზე აიღო. დარჩენილ ადამიანებზე, რომელიც დაალოებით სამ კვირაში წარმოადგენს დოკუმენტაციას, რომ 6 მილიონამდე ინვესტიციას განახორციელებს", - განაცხადა ნიკა ბერიძემ.