logo_geo
eng_logo
„ბევრი ფიქრობს, რომ ჩემი დაკავება კახას საქმიანობისთვის ხელის შეშლასაც უკავშირდებოდა“
- +

1 აპრილი. 2017. 04:23


 

„ჩვენ მეგობრევი ვიყავით და ვართ. მაშინ კახა კალაძე პოლიტიკოსი გახდა და მიშას დაუპირისპირდა", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფორვარდი გიორგი დემეტრაძე რუსულ საიტ championat.com-თან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. დემეტრაძე ამბობს, რომ ბევრი ადამიანის აზრით, მისი დაკავება ვიცე-პრემიერის კახა კალაძის საქმიანობისთვის ხელის შეშლასაც უკავშირდებოდა.


„ბევრი ფიქრობს, რომ ჩემი დაკავება კახას საქმიანობისთვის ხელის შეშლასაც უკავშირდებოდა. მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში მიხვდნენ, რომ არ დავნებდებოდი, ბოლოს და ბოლოს, ჩემი გათავისუფლება გადაწყვიტეს. პრეზიდენტისგან სამი წინადადება მოვიდა შეწყალებაზე. უბრალოდ, საჭირო იყო თქმა: „დიახ, ვაღიარებ" და ციხის კარი გაიღებოდა.

 

ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აგრძელებდნენ. ექვსი წელი მომისაჯეს, კამერიდან კამერაში დავყავდი, სამუდამო პატიმრებთანაც მამყოფეს. ეს მართლა საშინელი დრო იყო... მაგრამ 2,5 წლის შემდეგ სააკაშვილმა თავად შემიმცირა ვადა", - იხსენებს გიორგი დემეტრაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner