logo_geo
eng_logo
გასულ წელს ქურდობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებმა მოიმატა, ყაჩაღობისა და ძარცვის შემთხვევები კი შემცირდა
- +

1 აპრილი. 2017. 11:19



შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წელს დანაშაულთა გარკვეული კატეგორია გაიზარდა, გარკვეული კი შემცირდა.


გასულ წელს 2015 წელთან შედარებით ქურდობის 418 შემთხვევით მეტი დაფიქსირდა. კერძოდ, 2015 წელს, შსს-ს მიერ რეგისტრირებული იყო ქურდობის 9 228 შემთხვევა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 9 646-მდე გაიზარდა.


393-ით გაიზარდა ოჯახური ძალადობის ფაქტებიც. კერძოდ, თუკი 2015 წელს სამართალდამცავებმა ოჯახური ძალადობის 963 შემთხვევა დააფიქსირეს, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 1 356 შეადგინა.


ასევე, 361-ით მოიმატა ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების ფაქტებმა. კერძოდ, 2015 წლის მონაცემებით, აღნიშნული კატეგორიის 2 112, 2016 წელს კი - 2 473 შემთხვევა დაფიქსირდა.


260 შემთხვევით გაიზარდა კიბერდანაშაულის მაჩვენებელი (2015 წელს - 240, 2016 - 500) და 112 შემთხვევით - ცივი იარაღის ტარება (2015 წელს - 159, 2016 წელს - 216). ასევე 2015 წელთან შედარებით (111 შემთხვევა), 2016 წელს მკვლელობის 3-ით მეტი ფაქტი დაფიქსირდა (114).


რაც შეეხება დანაშაულთა იმ კატეგორიას, სადაც მაჩვენებელი შემცირებულია, ესენია: ყაჩაღობა (100 შემთხვევით ნაკლები: 2015 წელს - 367, 2016 წელს - 267); ძარცვა (70 შემთხვევით ნაკლები: 2015 წელს 437, 2016 წელს - 367); ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (62-ით ნაკლები: 2015 წელს - 312, 2016 წელს - 250); ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება (76 ფაქტით ნაკლები: 2015 წელს - 1 604, 2016 წელს - 1 528); ხულიგნობა (33-ით ნაკლები: 2015 წელს - 132, 2016 წელს - 99) და მკვლელობის მცდელობა (37 შემთხვევით ნაკლები: 2015 წელს - 124, 2016 წელს - 87).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner