logo_geo
eng_logo
გასულ წელს 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა
- +

1 აპრილი. 2017. 11:20



შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა.


35 997 რეგისტრირებული დანაშაულიდან გაიხსნა 20 661, რაც დანაშაულთა 57,4 პროცენტს შეადგენს.


რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებულ დანაშაულს ტერიტორიული განაწილების მიხედვით, ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულთა 40,5 პროცენტი მოხდა თბილისში, 8,3 პროცენტი ქვემო ქართლში, 3,1 პროცენტი გურიაში, 10,8 პროცენტი- აჭარაში, 8,9 პროცენტი-სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10,5 პროცენტ - იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 3,2 პროცენტი- სამცხე-ჯავახეთში, 5,4 პროცენტი- შიდა ქართლში, 6,5 პროცენტი - კახეთში, 2,7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთში, 0,1 პროცენტი- აფხაზეთში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner