logo_geo
eng_logo
შსს-მ ოზურგეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

1 აპრილი. 2017. 11:21



შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში  ნასამართლევი ნ.დ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს.

 

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, უნომრო პისტოლეტი და 3  ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით)", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner