logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: მთავარია, ეს ეტაპი პოლიტიკური რყევების გარეშე დავასრულოთ!
- +

31 მარტი. 2016. 17:02


რესპუბლიკური პარტია დღეიდან  საპარლამენტო არჩევნებისთვის ინდივიდუალური მზადების რეჟიმში გადადის, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა. 


ამ თემაზე „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ესაუბრა. მისი თქმით, „რესპუბლიკელებმა" როგორც ჩათვალეს საჭიროდ, ისე იქცევიან, მთავარია, ეს ეტაპი პოლიტიკური რყევების გარეშე დასრულდეს, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.



„რესპუბლიკელები" ჩვენი კოალიციის წევრები არიან, მაგრამ არჩევნების წინ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ეს მათი საქმეა. რაც შეეხება „რესპუბლიკელებთან" თანამშრომლობას, მათი არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა არც ერთ შემთხვევაში არ შეუშლის ხელს კოალიციასთან თანამშრომლობას. პარტიები კოალიციაში გავერთიანდით ოთხი წლით, არჩევნებიდან არჩევნებამდე. მუდმივი არაფერია და შესაბამისად, შეუძლებელია მუდმივი კოალიციების არსებობა.

 

 

გამოწვევა, რომელიც  2012 წელს კოალიციის წინაშე იდგა, მგონი, შეასრულა და შეასრულა კარგად. დღეს სხვა მოცემულობა და სხვა გამოწვევებია, აქედან გამომდინარე, „რესპუბლიკელებმა" როგორც ჩათვალეს საჭიროდ, ისე იქცევიან. მთავრია, ეს ეტაპი პოლიტიკური რყევების გარეშე დავასრულოთ, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა მიროტაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner