logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: ეს შესაძლოა, შიდადაპირისპირების მიზეზი გახდეს
- +

1 აპრილი. 2017. 14:37


 

„ეს ბიძგი შეიძლება მათ დიმა ობოლაძის სხვა არხზე გადასვლამ მისცა" , - განაცხადა ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ  ჟურნალ „სარკესთან" საუბრისას.

 

„ასეთი რამ  ითქვა, რომ ვინც „რუსთავი 2"-დან წავა, ის აქ თავის წილს დაკარგავსო. რატომ უნდა იყოს შიდაკორპორატიული თათბირი საჯარო სანახაობა, რთული მისახვედრია. ის თანამშრომლები, რომლებიც „რუსთავი 2"-ში წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან დროს მუშაობდნენ და დიდი წვლილი შეიტანეს ამ ტელეკომპანიის დაცულობის კუთხით - არავის გაახსენდა. საუბარია ტელეკომპანიის წილის გადაცემაზე დამსახურების მიხედვით. ეს შიდაკორპორაციული პროცესია და კერძო კომპანიას არ აქვს ვალდებულება, გარკვეული პროცესები გაასაჯაროვოს.  შესაძლოა, ეს გამომზეურება შიდადაპირისპირების მიზეზი  გახდეს მფლობელებსა და მენეჯმენტს შორის ან დირექტორსა და გუნდს შორის. ეს ბიძგი შეიძლება მათ დიმა ობოლაძის სხვა არხზე გადასვლამ მისცა და ახლა ცდილობენ, სხვებს შეუქმნან ისეთი პირობები, რომ ისინი დააინტერესონ", - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. ერთი შეხედვით წილების გადანაწილების  საჯარო პროცესს კომპანიის ყველა და მათ შორის წამყვანი სახეები არ ესწრებოდნენ - ნანუკა ჟორჟოლიანი, ვანო ჯავახიშვილი, თენგო გოგოტიშვილი, თეა ადეიშვილი... მათ შემდგომში გამოაქვეყნეს არცთუ პოზიტიური გამოხმაურებები. ნანუკა ჟორჟოლიანმა წილების გაყოფას ბინძური საცვლების გამოფენაც კი უწოდა. შეგახსენებთ, რომ კომპანიის წილი, რომელიც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მის ძველ მეპატრონეს, ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, არხის ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, „რუსთავი 2" -ის პირდაპირ ეთერში კომპანიის თანამშრომლებს გადაუნაწილა. კომპანიის 2,5%-იანი წილი მიიღეს ჟურნალისტებმა, პროდიუსერებმა, რეჟისორებმა, გრიმიორებმა, სცენარისტებმა, შემოქმედებითი ჯგუფების წარმომადგენლებმა და თავად ნიკა გვარამიამ.  შეგახსენებთ, რომ ეს პროცესი ხდება იმ ფონზე, როდესაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ შეაჩერა და ჯერ არავინ იცის, ქიბარ ხალვაში დაიბრუნებს ქონებას თუ ის გვარამიას გუნდს დარჩება.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner