logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: „რესპუბლიკელებს“ აღარ უნდათ დაყვედრების მოსმენა!
- +

31 მარტი. 2016. 17:41


რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა, - ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია ნათქვამი.

ამ თემაზე „რეპორტიორს" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა. საყვარელიძე „რესპუბლიკელების" ამ განცხადებას აფასებს, როგორც თამამ, მოქალაქეობრივად და პოლიტიკურად გამართულ გადაწყვეტილებას.



„არჩევნების შემდეგ, როცა  ახალი პარტიები აირჩევა, დაიწყება მოლაპარაკება, რომელი პარტიები შექმნიან ახალ კოალიციას. მთელი ევროპული პოლიტიკური ცხოვრება ასეთი ტიპის ჯაჭვით მუშაობს, ჩვენთან ეს პროცესები ახლა დაიწყო.

 

„რესპუბლიკელების" ამ განცხადებას შევაფასებ როგორც თამამ, მოქალაქეობრივად და პოლიტიკურად გამართულ გადაწყვეტილებას. მათ აღარ უნდათ დაყვედრების მოსმენა, რომ ხელისუფლებაში მხოლოდ იმიტომ არიან, რომ არიან კოალიციის წევრები. ასეთი პარტიული სუვერენიტეტის გადანაწილება სხვა პარტიებზე, რაც კოალიციაში იგულისხმება, დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს. როგორც ჩანს, „რესპუბლიკელებს" სურთ, რომ თავიანთ ქცევებში დამოუკიდებლები იყვნენ და არ გაუწიონ ანგარიში სხვას, ასე რომ, ეს არის გაბედული ნაბიჯი", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner