logo_geo
eng_logo
ტრისტან წითელაშვილი: გივი თარგამაძის მიწოდებული მასალები უკრაინის პროკურატურას სერიოზულად დაეხმარება
- +

1 აპრილი. 2017. 15:33



სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი „ახალ თაობას" ყოფილი დეპუტატის  გივი თარგამაძის დაკითხვის ფაქტზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ თარგამაძემ უკრაინის საგამოძიებო უწყებას იმ პირების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია,  ვისთან ერთადაც მოიფიქრა ნაპრეზიდენტალმა ტერაქტის მოწყობა.


„გივი თარგამაძის მიწოდებული მასალები უკრაინის პროკურატურას სერიოზულად დაეხმარება. იქ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გასულ წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ მას ძალიან მალე დააკავებენ. ყველაფერი აქეთკენ მიდის.

 

თარგამაძემ პროკურატურას მის წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამ მასალებში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ დაიგეგმა მის წინააღმდეგ ტერაქტი უკრაინაში. ამ ყველაფრის უკან კი მიხეილ სააკაშვილი იდგა.

 

ყოფილმა დეპუტატმა უკრაინის საგამოძიებო უწყებას იმ პირების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია,  ვისთან ერთადაც მოიფიქრა ნაპრეზიდენტალმა ტერაქტის მოწყობა. თარგამაძეს უკრაინაში გავლენიანი ნაცნობები ჰყავს და ამ მასალების მოძიება არ გაუჭირდებოდა", - აღნიშნა ტრისტან წითელაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner