logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: სახელმძღვანელოების გრიფირების ახლანდელი წესი სამართლიანია
- +

1 აპრილი. 2017. 15:36



განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომ გამომცემლობებს კაბალურ პირობებში უწევთ გრიფირების წესთან დაკავშირებით მუშაობა.


ოპოზიციის მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება. ამას ის ოპოზიცია შეგვახსენებს, რომელმაც თავის დროზე, მთელი სახელმძღვანელოების ბიზნესი თავის პოლიტიკურ მხარდამჭერებს ჩააბარა. გრიფირების ახლანდელი წესი არის ძალიან სამართლიანი, დემოკრატიული და შესაბამისად, გამომცემლები მიიღებენ მონაწილეობას ამ ბიზნესში. ვისაც არ აქვს სურვილი, რომ ამ პროცესში ჩაერთოს, ეს მათი ბიზნესინტერესების საკითხია", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner