logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხმალაძე: აშკარად იგრძნობოდა არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამოუკიდებლად მონაწილეობის სურვილი
- +

31 მარტი. 2016. 17:57


აშკარად იგრძნობოდა კოალიციის დომინანტი კომპანიონის, პარტია ქართული ოცნების" არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის სურვილი", - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, მისი თქმით, არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის დამოუკიდებლად მონაწილეობა ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე გადაწყდა.



როგორც ჩანს, გარკვეული უხერხულობა ჰქონდა „ქართულ ოცნებას"  კოალიციურ პარტნიორებთან. მათი ეს სურვილი დღეს უკვე დადასტურდა. გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის პრობლემა ჩნდებოდა ჩვენს შორის. მაგალითად, რიგ საკითხებში განსხვავებული ხედვები გვქონდა. მთლიანობაში ჩვენ მივიჩნიეთ, რომ უმჯობესი, არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა. თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო მოეღოს სპეკულაციას იმ თემაზე, შეუძლიათ თუ არა რესპუბლიკელებს" არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება.

 

 

არჩევნებამდე ჩვენ პარლამენტში და მთავრობაში გავაგრძელებთ კოალიციურ თანამშრომლობას იმისთვის, რომ არ შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი. გარდა ამისა, ჩვენ პირობა მივეცით ამომრჩეველს და ამ პირობას შევასრულებთ. ჩვენი სამი მინისტრი აგრძელებს მუშაობას იმ სამთავრობო პროგრამის შესასრულებლად, რომელიც დაამტკიცა პარლამენტმა", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner