logo_geo
eng_logo
ეკა ხოფერია: ნურც ამ ოჯახის ამოწყვეტას გვაყურებინებთ და ნურც დაზარალებულების ასეთ მდგომარეობას
- +

1 აპრილი. 2017. 17:55


 

„ჩვენც გვქონია კრედიტი, ჩვენც გვიცხოვრია ქირით..." - აღნიშნა ტელეწამყვანმა ეკა ხოფერიამ ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ „რეაქციის" პირდაპირ ეთერში.

 

„როდესაც ჟურნალისტები, რომლებიც რჩეულიშვილების ოჯახს ვიცნობთ, ამ თემას ვეხებით, ჩვენი მაყურებლები გვეკითხებიან, იმ შემთხვევაში, თუ ამ ოჯახის წევრები ჩვენი მეგობრები არ იქნებოდნენ, დავინტერესდებოდით თუ არა საერთოდ ამ თემით. ნებისმიერი საკითხი, იქნებოდა ეს საქველმოქმედო ხასიათის თუ რომელიმე კონკრეტული ოჯახის დასახმარებლად, ნინო დარასელი და ეს ოჯახი ყოველთვის იდგა ნებისმიერი თემის გვერდით, ისე, რომ დაძახებაც კი არ იყო საჭირო. ჩვენ ვალდებულები კი არ ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ, უბრალოდ, მინდა, მოვძებნოთ გამოსავალი. არ მგონია, რომ ვინმეს უნდოდეს, ამ ადამიანებს პოლიტიკურად გაუსწოროს ანგარიში. თავის დროზე ჩვენც ველოდებოდით ბინებს, ჩვენც გვქონია კრედიტი, ჩვენც გვიცხოვრია ქირით, მაგრამ  ამ ადამიანებთან ვთანამშრომლობდით და რაღაცნაირად ავაშენეთ ეს ბინები. ნურც ამ ოჯახის ამოწყვეტას გვაყურებინებთ და ნურც ამ დაზარალებულების ასეთ მდგომარეობას. მივმართავ მთავრობის წევრებს და ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობენ, მოდით, შევქმნათ გონივრული, საქმიანი და კარგი გადაწყვეტილების  პრეცედენტი. ჩემი აზრით, ეს შესაძლებელია" , - განაცხადა ეკა ხოფერიამ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner