აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს მაიკლ ფლინს, რუსეთის შესახებ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ, ხელშეუხებლობის იმუნიტეტის მინიჭებაზე უარი უთხრა.
ტრამპის ყოფილი მრჩეველი სისხლის სამართლებრივი დევნის იმუნიტეტის სანაცვლოდ, მზად იყო ჩვენება მიეცა გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და კონგრესისათვის.
მაიკლ ფლინი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკლ პენსს ამერიკაში რუსეთის ელჩთან საუბრის არასწორი დეტალები მიაწოდა.
აშშ რუსეთს წინასაარჩევნო პერიოდში კიბერთავდასხმასა და საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევაში ადანაშაულებს, თუმცა რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.