logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: 60-იანელთა თაობის ერთ-ერთი ლიდერი ევგენი ევტუშენკო გარდაცვლილა...
- +

1 აპრილი. 2017. 22:05



ევგენი ევტუშენკო გარდაცვლილა. 85 წლის ასაკში. შეერთებულ შტატებში. დიდი რუსი პოეტი, 60-იანელთა თაობის ერთ-ერთი ლიდერი და კაშკაშა ვარსკვლავი!


საქართველოს მეგობარი.


წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა რუსულ-ქართული ლიტერატურული უთიერთობების კომისიას, სსრკ მწერალთა კავშირში.


მეგობრობდა არაერთ ქართველ მწერალთან.


ბევრი საინტერესო ისტორია შემოგვრჩა მეხსიერებაში, რაც დაკავშირებულია მისი და ქართველ მეგობრების ურთიერთობასთან.


აი, ერთი ეპიზოდი, იმდროინდელი მოგონებებიდან:


... მოსკოვი. მწერალთა ყრილობის დღეები. ლიტერატორთა სახლის რესტორანი... ბუნებრივია, ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი დელეგატების სავახშმო სუფრაზე ალკოჰოლიც „ტრიალებს". ქართველი მწერლების გადაპატიჟებას ბევრი ცდილობს, მაგრამ ჩვენები თავს არიდებენ უკვე ბახუსმორეული რუსი კოლეგების სუფრას. როცა ეს „პატიჟი" მოსაბეზრებელი ხდება, ქართველებმა გაცლა ამჯობინეს და გუნდურად გაემართნენ გასასვლელისკენ... უცებ დარბაზში დაიჭექა ევგენი ევტუშენკოს ხმამ: „ბეჟალი რობკიე გრუზინი!"... ნოდარ დუმბაძემ პასუხად უმალ შესძახა - „პროსშჩაი, ნემიტაია როსსია!"... ატყდა ხარხარი, ტაში, დაინგრა დარბაზი... ჟენია ევტუშენკო დაეწია ქართველებს და სათითაოდ ყველას გადაეხვია...

ღმერთმა გაანათლოს ევგენი ევტუშენკო!


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner