logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: იმედი ვიქონიოთ, რომ მრავალპარტიული პარლამენტი გვეყოლება
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

31 მარტი. 2016. 18:04


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას  საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე „რეპორტიორთან"  დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, ასეთ კონკურენტუნარიან საარჩევნო გარემოში, საზოგადოებას უფრო ფართო არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება.

 

 

„მოდით,  ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ეს არ იყო რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილება, საერთო ჯამში,  ეს კოალიცია „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება იყო.  ცხადია, ცალკეულ პარტიებს თავისი შეხედულებები აქვთ, თუ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება" თუ  დამოუკიდებლად გავა, შესაბამისად,  ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.  თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს შორის პარტნიორობა გამორიცხულია, პირიქით, ეს არის ძალიან სწორი და დემოკრატიული ნაბიჯი.  პირველ რიგში, ამით ჩვენი საზოგადოება ისარგებლებს. მეტი კონკურენციის პირობებში საზოგადოებას უფრო დიდი არჩევანი ექნება,  და რა თქმა უნდა, პარტიებიც შეეცდებიან, რომ უფრო მეტი სიკეთე შესთავაზონ საზოგადოებას. მეორე ის, რომ იმედი ვიქონიოთ, რომ მრავალპარტიული პარლამენტი გვეყოლება. სადაც თავისთავად ცხადია, პარტიების კონკურენციის პირობებში,  ყველა შეეცდება, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც ქვეყანასაც წაადგება და მოსახლეობის ინტერესებშიც შედის.  ამ შემთხვევაში ამას აღვიქვა, როგორც ევროპული სტანდარტის კუთხით, ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ დემოკრატიზაციად. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ  თუ ჩვენ არჩევნებში ცალ-ცალკე გავალთ,  ეს არ ნიშნავს, იმის შესაძლებლობას გამოვრიცხავთ, რომ  კოალიციურ რეჟიმში დავაკომპლექტოთ  პარლამენტი ან მთავრობა. ეს უკვე იმ კონფიგურაციით, რა არჩევანსაც საზოგადოება გააკეთებს", - განაცხადა სესიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner