logo_geo
eng_logo
ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
- +

1 აპრილი. 2017. 22:47



უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში, ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილში ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვიცე-ჩემპიონები რამაზ ზოიძე (71) და გელა ბოლქვაძე (80) გახდნენ, ხოლო დათო ჩხარტიშვილმა (59) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


ხვალ ტურნირზე მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან მედლებისთვის ედნარ შავაძე (66), ბაკურ გოგოლი (75), ლაშა გობაძე (85) და ზვიად პატარიძე (130) იბრძოლებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner