ავტორი ნინო ჯიბუტი
საქართველოს ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვან რყევებსა და მის არამდგრადობას „რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე
პოლიტიკურ თამაშებს უკავშირებს.
„ნებისმიერი ვალუტის გაცვლითი კურსი დამოკიდებულია ერთადერთ პარამეტრზე - მიმოქცევაში მყოფი ეროვნული ბანკნოტების მასის შეფარდება უცხოური ბანკნოტების მიმოქცევაში მყოფი მასის შეფარდებასთან. საუბედუროდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ლარი გახდა ბინძური პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი. ეს თამაშები საბოლოოდ უნდა დასრულდეს!
ლარის გამყარებას და შემდეგ გაუფასურებას ორი ახსნა აქვს: პირველი ეს არის - ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის გამოუცდელობა. მან ლარის გამყარება ძალიან სწრაფად დაიწყო, რაც არასწორია, ორ კვირაში გააკეთა ის, რაც ორ თვეში უნდა გაეკეთებინა. მეორე ახსნა გაცილებით პესიმისტურია - თუ ლარი ისევ პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდა, მაშინ ძალიან ნეგატიურ მოულოდნელობებსა და შედეგებს უნდა ველოდოთ არჩევნების წინ. იმედი მაქვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის. პირველ რიგში, ის აპოლიტიკური პიროვნებაა და მთავარია, რომ ეყოს ძალა, ბინძურ ზეწოლებს გაუძლოს. ოქროს შუალედი უნდა მონახოს, რომ არც ბიუჯეტი, არც მოსახლეობა და არც იმპორტიორ- ექსპორტიორები არ დააზარალოს. რისი გაგეკთებაც სავსებით შესაძლებელია" , - განაცხადა თვალჭრელიძემ.