The Guardian-ის ინფორმაციით, აფრიკაში მოქმედმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა" ნიგერიაში 22 გოგო გაიტაცა.
ისლამისტებმა გოგოები ორი თავდასხმის შედეგად აიყვანეს. თავიდან ისინი, კამერუნის საზღვართან მდებარე სოფელში შეიჭრნენ და 18 გოგო გაიტაცეს. ამ სოფლის მოსახლეობა ვარაუდობს, რომ მათ გოგოები ცოლებად უნდათ. მეორე თავდასხმა კი ჩადის ტბასთან მოხდა. ტერორისტებმა მოკლეს მწყემსი, რომელმაც მათ გადასახადის გადახდაზე უარი უთხრა და მისი ოჯახიდან 4 გოგო წაიყვანეს.
დაჯგუფება „ბოკო ჰარამი" 2002 წელს შეიქმნა და ნიგერიას უკვე წლებია ატერორებს. ისლამისტები ქვეყანაში შარიათის კანონების შემოღებას ითხოვენ და დასავლეთის გავლენის შესუსტებისთვის იბრძვიან.