საფრანგეთის კონტრტერორისტული სამსახურის წარმომადგენლებმა ქალაქ ნიცაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით 2 არასრულწლოვანი გოგო დააკავეს.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, არასრულწლოვანთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას დამტკიცდა, რომ ტერაქტისათვის მზადება მიმდინარეობდა. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ჩხრეკისას იარაღი არ აღმოუჩენიათ.