კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე, 206 ადამიანი დაიღუპა.
კოლუმბიის არმის მონაცემებით, მეწყერს 254 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეყნის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი კი კი 193 გარდაცვლილზე საუბრობს.
„დაზარალებულების დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ეს ვითარება გულს მიკლავს", - განაცხადა ხუან მანუელ სანტოსმა.
უკანასკნელი მონაცემების თანახმად, 400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ბევრი მათგანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში კოლუმბიის 1100 ჯარისკაცი და პოლიციელი მონაწილეობს.
რამდენიმესაათიანმა ძლიერმა წვიმამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მეწყერი გამოიწვია.