logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ღმერთი განსაცდელს გვივლენს იმისთვის, რომ უფრო ღრმად ჩავხედოთ ჩვენს სულს
- +

2 აპრილი. 2017. 14:14


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ დიდი მარხვის დასრულებამდე ორი კვირა დარჩა.


„უნდა ითქვას, რომ მძიმედ ჩავატარეთ ეს კვირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი განსაცდელს გვივლენს, რათა უფრო ღრმად ჩავხედოთ ჩვენს სულს, გონებას. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ყოფაქცევას", - ბრძანა ილია მეორემ.


პატრიარქმა მარიამ მეგვიპტელის მოღვაწეობაზე იქადაგა.


„წმინდა მარიამ მეგვიპტელი ყოველ ჩვენგანშია და ყველას გვეხმარება. უპირველეს ყოვლისა, თავის თავთან ბრძოლაში. ადამიანი თუ არ ებრძოლა თავის სულს, თავის ცხოვრებას, ის ადამიანი ვერ გაიმარჯვებს სხვაზე. ადამიანმა ჯერ თავის თავზე უნდა გაიმარჯვოს, უნდა დაამარცხოს თავისი ვნებები და მერე იქნება გამარჯვებული", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner