საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, კოალიციამ საკუთარი თავი ნელ-ნელა ამოწურა, ამიტომ უმჯობესია, ყველა მათგანი არჩევნებისკენ მიმავალ გზას დამოუკიდებლად გაუდგეს.
„კოალიციამ თავისი თავი ნელ-ნელა ამოწურა და ყველა თავისი ბარგი-ბარხანით გაუდგება გზას არჩევნებისკენ, რაც საზოგადოებისთვის იქნება კარგი, იმიტომ, რომ მისთვის ადვილი იქნება არჩევანის გაკეთება",-განაცადა ქანთარიამ.