logo_geo
eng_logo
ნინო სანადირაძე: ეს მუზეუმები საქართველოს ისტორიას წარმოადგენს
- +

2 აპრილი. 2017. 17:39


მუზეუმი ბერძნული ლექსიკონის მიხედვით „მუზის ოთახს" ნიშნავს და მასში ქვეყნის ისტორია და კულტურა სხვადასხვა კონტექსტითაა წარმოდგენილი. თბილისში ბევრი სამუზეუმო სივრცეა და მათგან ცხრაზე თბილისის მუზეუმების გაერთიანება ზრუნავს.


თუ რა მდგომარეობაშია ისინი და რა ახალი ექსპონატები გაჩნდა მათში ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ნინო სანადირაძე გვესაუბრება.


- ქალბატონო ნინო, როდის დაფუძნდა თბილისის მუზეუმების გაერთიანება?


- დოკუმენტურად მუზეუმების გაერთიანება 2016 წლის 29 ივლისს დაფუძნდა და საჯარო რეესტრში 5 აგვისტოდან დარეგისტრირდა. ის გულისხმობს 9 დამოუკიდებელი მუზეუმის გაერთიანებას. მასში შესული მუზეუმები უკვე დიდი ხანია არსებობს.ზოგიერთი არსებობის ასწლეულს ითვლის, მაგალითად ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი. შესაბამისად ეს მუზეუმები ახლა არ შექმნილა, ახლად შექმნილი მხოლოდ მათი გაერთიანებაა, მათი სტრატეგია და ადმინისტრირება.


- თუ შეიძლება, მკითხველს ამ გაერთიანების ფარგლებში არსებული ცხრა მუზეუმი შევახსენოთ...


- ეს მუზეუმებია: მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის, ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის, მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის, მხატვარ სოსო წერეთლის, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას, კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის, პოეტ გალაკტიონ ტაბიძის, მოცეკვავე ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმები, ასევე, თოჯინების მუზეუმი. მათ შორის განსხვავება მასშტაბსა და სახელებს შორისაა. ყველა მათგანი წარმოადგენს არა მარტო უახლესს, არამედ საქართველოს ისტორიას სხვადასხვა კონტექსტში.

კალის ჯარისკაცების მუზეუმი თბილისში: უნიკალური ექსპონატების კადრები



- ქალბატონო ნინო, ამ გაერთიანებაში თუ არის შესაძლებელი, რომ თბილისში არსებული ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიც შევიდეს, იქ მცხოვრები მისი შთამომავალი ამისთვის მზაობას გამოხატავს...


- სამწუხაროდ, ეს მუზეუმები, რომლებიც ამ გაერთიანებაში შევიდნენ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში იყვნენ. შესაბამისად, ეს შერჩევა იმის მიხედვით მოხდა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილებას რომელ მათგანზე ფლობდა. შერჩევა არც ვინმეს სურვილის და არც ვინმეს გემოვნებით მიხედვით არ მომხდარა. საერთოდ ბინა-მუზეუმების დაარსებას თავისი წესი აქვს. საქართველოს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული ის, თუ რა პრინციპზე ფუძნდება მუზეუმი და საამისოდ რა რესურსი არსებობს, მათ შორის მემორიალური ადგილი. ასეთი ფონდები და ადამიანები სამწუხაროდ ბევრია, რომელსაც არა აქვთ მუზეუმი და უნდათ, რომ ჰქონდეთ.


- სამომავლოდ თუ გაიზრდება ეს ნუსხა და მასში სხვა მუზეუმებიც თუ შევა?


- იცით, საქართველოში მუზეუმები სხვადასხვა ტიპის დაქვემდებარებაში არიან. ამ წუთში გულწრფელად გეტყვით, რომ დაგეგმილი არფერი გვაქვს. რამდენიმეზე არის ლაპარაკი, თუმცა გადაწყვეტილი მაინც არ არის. რამდენიმე თვის წინ შემოსული იყო მოქალაქის ჯუნა ტატიშვილის განცხადება, რომელიც თამარ ლაპიაშვილის მუზეუმის დაარსებას ითხოვდა. რეალურად არ არსებობდა ქალბატონი თამარის არც მემორიალური სახლი და არც ბინა, საუბარია მომღერალზე, საქართველოს დამსახურებულარტისტზე, თამარ ლაპიაშვილზე.

ქართველი ქალი - სამკაულის მოდის ფუძემდებელი


- უახლოეს ხანში რა ახალი ექსპონატები შეიძინა თქვენს დაქვემდებარებაში არსებულმა მუზეუმებმა?


- ჩვენ შევძელით, რომ ბატონ ჯუნა ტატიშვილისგანგადმოგვებარებინა არქივი, რომელმაც ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში დაიდო ბინა. ეს არქივი წარმოადგენს ქალბატონი თამარის პირად ფოტო და საარქივო მემუარულ მასალას, რაც უახლოეს პერიოდში გამოიფინება. ორი კვირის წინ ჩვენ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში გვქონდა ფალიაშვილის ოპერის „ლატავრა" 90 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი ერთის მხრივ, საარქივო მასალა, რომელიც ფალიაშვილის სახელს უკავშირდებოდა ამ ოპერასთან დაკავშირებით, მათ შორის ვანო ასკურავას ესკიზები და სხვადასხვა მასალა სანდრო ახმეტელთან დაკავშირებით. ამავე დღეს გადმოგვეცა თამარ ლაპიაშვილის არქივი და ძალიან საგულისხმო იყო, რომ ლატავრასერთ-ერთი პარტია სწორედ თამარ ლაპიაშვილმა შეასრულა.ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმში დაცულია კომპოზიტორის პირადი როიალია, რომელიც თბილისში, რუსთაველის, ანუ მაშინდელი გოლოვინის პროსპექტზეა შეძენილი. ამას გარდა ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ასეთი სასიამოვნო ფაქტი, მოქალაქემ გადმოგვცა იშვიათი საჩუქარი, რომელიც თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმშია გადატანილი და ფონდებშია შესანახად დაფუძნებული. ეს არის არჩილ ცანავაც საჩუქარი თბილისის მუზეუმების გაერთიანებას. ილია ჭავჭავაძის სახელთან დაკავშირებული ოჯახური რელიქვია- არტემონ გოლეთიანის ოჯახური უნიკალური რელიქვია მუზეუმს გადმოეცა. ესაა იშვიათი ბიბლიოგრაფიული გამოცემა 1879 წლის „გლახის ნაამბობი". ამ წიგნს გარდა იმისა, რომ იგი ილიას სახელს უკავშირდება, მნიშვნელოვანი ისტორია აქვს: ესაა საფარაშვილის მიერ ექვთიმე ხელაძის სტამბაში დაბეჭდილი წიგნი.ეს გახლავთ სტამბა, სადაც გაზეთი „ივერია" იბეჭდებოდა. ჩვენ ღია ვართ და რაც უფრო მეტი რესურსი გვექნება- ეს უფრო სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა.


- ქალბატონო ნინო, რომელიმე მუზეუმში სარემონტო სამუშაოები თუ ჩატარდა და რა სამომავლოდ გეგმები გაქვთ?


- გაერთიანების შემდეგ ვახტანგ ჭაბუკიანის ბინა-მუზეუმის რეექსპოზიცია მოხდა. აქ სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა და ფონდშიდღემდე დაცული კოსტიუმები გამოფინა. ექსპოზიცია თანამედროვე ნორმების დაცვითაა შექმნილი. სხვა სიახლეებიც გვაქვს: წლის ბოლომდევგეგმავთ, რომნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე ღირსეულად აღვნიშნოთ. თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ფონდის, განვითარების ფონდისა და მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის დახმარებით უახლოეს პერიოდში ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის სრული რეაბილიტაციის პროექტებს ვგეგმავთ. კვლევითი სამუშაოებიაქ ამ წუთშიც მიმდინარეობს.აგრეთვე ძალიან საინტერესო აღმოჩენა გაკეთდა: ამ მუზეუმში დაცული ერთი ოთახი, რომელსაც მემორიალურსვეძახით, ზუსტად ისეთივეა, როგორიც ილიას დროს იყო. კვლევითი სამუშაოს შედეგად აღმოჩნდა ლურჯი ფერის ავთენტური შპალერი, რომელიც ასევე ილიას დროინდელია. დარწმუნებული ვარ, ამის მერე კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი გველოდება. ძეგლი ცოცხალი ორგანიზმია, შესაბამისად ძალიან მალე სამუშაოების დასრულებას აქ ვერ დაგპირდებით, თუმცა ეს მართლა უნიკალური შენობა იქნება.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner