BBC-ის ინფორმაციით, მოსკოვში მოსალოდნელ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მანეჟისა და წითელი მოედნები გადაკეტეს.
მანეჟის მოედნისა და ალექსანდროვის ბაღის სიახლოვეს რკინის ბარიერები დაამონტაჟეს. მოედანზე პოლიციის თანამშრომლები პატრულირებენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში ბევრი სამართალდამცველია. ტელეკომპანია „დოჟდის" ინფორმაციით, დაკავებულია 4 ადამიანი.