logo_geo
eng_logo
კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ტერიტორიაზე „ღია სახელოსნოების დღე“ მოეწყო
- +

2 აპრილი. 2017. 18:34



კინოსტუდია „ქართული ფილმის" ტერიტორიაზე 2 აპრილს „ღია სახელოსნოების დღე" მოეწყო. ცამეტმა მხატვარმა ყოფილი ლაბორატორიების სივრცე სახელოსნოებად გადააქცია. „ღია სახელოსნოების დღე" ხელოვნების მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს დაათვალიერონ მხატვრების სახელოსნოები და გაეცნონ მათ ნამუშევრებს.


როგორც მათი კურატორი ირინა პოპიაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, ღია სახელოსნოების პრაქტიკა ევროპასა და ამერიკაში ძალიანა გავრცელებულია.


მისივე თქმით, ახალგაზრდა ხელოვანები „ღია სახელოსნოებს" უკვე მეორედ აწყობენ და სამომავლოდ მხატვრების სურვილია, საგაზაფხულო და საშემოდგომო ღია სახელოსნოების დღეები მოეწყოს.



„პრაქტიკა ღია სახელოსნოების საკმაოდ გავრცელებულია ევროპასა და ამერიკაში. ძალიან მოხარული ვარ, რომ თვითონ მხატვრებმა დაიწყეს ამის გაკეთება, უკვე მეორედ მოეწყო „ღია სახელოსნოს დღე", პირველად იყო შარშან, ზაფხულში. ხელოვანების სურვილია ეს ტრადიციად დაამკვიდრონ.

 

ესაა უნიკალური შანსი, როდესაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს, სახელოსნოში შევიდეს, ნახოს ნამუშევრები, მხატვარს დაუსვას შეკითხვები და მათ შორის დიალოგი გაიმართოს", - აცხადებს პოპიაშვილი.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner