ტელეკომპანია „დოჟდის" ინფორმაციით, მოსკოვის ცენტრში პოლიციამ 40 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობა ნაციონალისტური ორგანიზაციებისა და დაჯგუფებათა წარმომადგენლები არიან. მათი დაკავება მოსკოვის ცენტრში არასანქცირებული აქციის გამართვას უკავშირდება.
ორგანიზაცია „ახალი ოპოზიციის" წარმომადგენლის, რომან კოვალევის განცხადებით, დაკავებულები ჯერჯერობით პოლიციის სამმართველოში არ გადაუყვანიათ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში, ტრიუმფალურ მოედანზე 20, მანეჟის მოედანზე კი ხუთი ადამიანი დააკავეს. ტელეკომპანიის ცნობით, პოლიციამ მოქალაქეები 2 აპრილს ქალაქის ცენტრში არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობასთან დაკავშირებით გააფრთხილა.