logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ხელი არ მომიწერია და არც მოვაწერ!
- +

31 მარტი. 2016. 19:06


ფარული ვიდეომასალების გავრცელებასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ხელმოწერების შეგროვება დაწყებულია. ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის"ინიციატივას უმრავლესობა არ იზიარებს.

საპარლამენტო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ინიციატივას ხელს არ მოაწერს, რადგან გუშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თვითონ ქმნიდნენ ამ ჩანაწერებს, ახლა ოპოზიციის სახელით ითხოვენ ამ საქმის გამოძიებას.


 

არ მომიწერია ხელი და არც მოვაწერ, ამ კომისიის წევრთა უმრავლესობა უნდა იყოს დღევანდელი ოპოზიციის, ანუ გუშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც თვითონ ქმნიდნენ ამ ჩანაწერებს, თვითონვე უკეთებდნენ ტირაჟირებას. აქედან გამომდინარე, მათივე ჩადენილი და მათ მიერ გამოძიებული დანაშაული უბრალოდ არალოგიკური იქნება", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.


ამ დროისთვის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაყენებისთვის კიდევ 5 ხელმოწერაა საჭირო.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner