logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: არ მაღიარებენ, თორემ მეორე აღმაშენებელი გახლავართო... „მამენტ“ - პირველიცო!
- +

2 აპრილი. 2017. 21:37


 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მე ავაშენეო, მხოლოდ მეო, ასეულობით სკოლა, სტადიონები, საავადმყოფოები, "ოპრები" და ასე შემდეგო. ეკლესიებიცო!

ეს მე ვიყავიო, მოვედი და საქართველოში იქმნა ნათელიო, წავედი და კვლავ დაისადგურა უკუნმაო, როგორც ჩემამდე იყო-ვო!

არც ბიძინა ივანიშვილს მოუცია ფული და არც ეკლესია-სკოლები აუშენებია მაგასო. "ოპრებიც" მარტომ ავაშენე და გავარემონტეო!

არც ქართველ ხალხს გაუკეთებია რამე, ქართველი ხალხის ფულით კი არა, ჩემმა სომეხმა პაპამ რომ დამიტოვა ოქროს უზალთუნები, იმით ავაშენეო!

სამწუხაროდ, არ მაღიარებენ, თორემ ფაქტობრივად მეორე აღმაშენებელი გახლავართო... "მამენტ", პირველიცო!" - წერს ზედელაშვილი.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner