-
+
2 აპრილი. 2017. 22:00
3 აპრილიდან დედაქალაქში „თბილსერვის ჯგუფის" ინსპექტორები გამოჩდებიან.
გარემოს დანაგვიანება ისჯება კანონით:
- 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით.
- 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარით.
- ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).
- ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარით.
- ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარით.
• სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ:
ფიზიკური პირი -400 ლარით.
იურიდიული პირი -1000 ლარით.
შპს „თბილსერვის ჯგუფი" ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილია შეადგინოს საჯარიმო ოქმი.