ფარული ვიდეომასალების გავრცელებასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ხელმოწერების შეგროვება დაწყებულია. „ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის" ინიციატივას უმრავლესობა არ იზიარებს.
ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია. მისი თქმით „გირჩი" ამ ინიციატივით მხოლოდ თავის წარმოჩენაც ცდილობს.
„ეს არის მორიგი პიარ-სვლა საქართველოში შექმნილი ახლი ორგანიზაციისა, რომელსაც თავის წარმოჩენა უნდა", - განაცხადა ქანთარიამ.
ამ დროისთვის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაყენებისთვის კიდევ 5 ხელმოწერაა საჭირო.