საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ახალი დროების გაბატონებული კლასი, იგივე - ახალი გლობალური არისტოკრატია - ისეთი გაშმაგებით იბრძვის ლიბერალური რევანშისთვის და რესტავრაციისთვის, როგორც თავის დროზე ბურბონები, ფრანგი როიალისტები და მათი თანამგრძნობი სამეფო სახლები მთელს ევროპაში. სწორედ ესაა პოსტმოდერნის ხიბლი, რომ მე-18 საუკუნისგან განსხვავებით, სან-კიულოტების მაგივრად ახლა მეამბოხე მილიარდერები აწყობენ სახალხო რევოლუციებს და რევანში უფრო ამიტომაც ვერ შედგება", - წერს ნაცვლიშვილი.