logo_geo
eng_logo
„რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები: ტელევიზიის ვებგვერდი ჩვენი საკუთრებაა
- +

3 აპრილი. 2017. 00:36



ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ვებგვერდის მისამართზე rustavi2.com, ტელევიზიის ტრადიციული არქივი აღარ არის. ბმულზე გადასვლისას ჩნდება არხის შექმნელების და დამფუძნებლების დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადება, მათი შექმნილი ვიდეორგოლი.


ცოტა ხნის წინ, დავით დვალმა Facebook-ზე დაწერა, რომ ტელეკომპანიის ვებგვერდი დღემდე ძველ დამფუძნებლებს ეკუთვნით და უახლოეს პერიოდში ამ მისამართზე ინფორმაციას სწორედ ისინი განათავსებენ. მისი თქმით, 2004 წელს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" მათ ტელევიზიის 60%-იანი წილი დაათმობინა, დომენის rustavi2.com-ის, რომელიც ცალკე საკუთრებას წარმოადგენს, გადაფორმება დაავიწყდათ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner