ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ვებგვერდის მისამართზე rustavi2.com, ტელევიზიის ტრადიციული არქივი აღარ არის. ბმულზე გადასვლისას ჩნდება არხის შექმნელების და დამფუძნებლების დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადება, მათი შექმნილი ვიდეორგოლი.
ცოტა ხნის წინ, დავით დვალმა Facebook-ზე დაწერა, რომ ტელეკომპანიის ვებგვერდი დღემდე ძველ დამფუძნებლებს ეკუთვნით და უახლოეს პერიოდში ამ მისამართზე ინფორმაციას სწორედ ისინი განათავსებენ. მისი თქმით, 2004 წელს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" მათ ტელევიზიის 60%-იანი წილი დაათმობინა, დომენის rustavi2.com-ის, რომელიც ცალკე საკუთრებას წარმოადგენს, გადაფორმება დაავიწყდათ.