logo_geo
eng_logo
მალე თბილისში ლეიბების საწარმო აშენდება!
- +

3 აპრილი. 2017. 02:33



სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შპს „თომას" ქალაქ თბილისში, ქინძმარაულის ჩიხი #4-ში მდებარე 671 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცათ.


ახალი საწარმო ორი წლის განმავლობაში სულ მცირე 6 000 ცალი ლეიბის წარმოებას შეძლებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქციის სარეალიზაციო ფასი 140-170 ლარის ფარგლებში იქნება.


სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, ჯამში მხარდაჭერილია 239 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 560.92 მლნ ლარს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა ჯამში შეადგენს 294.32 მლნ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 10,803 ადამიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner