ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბუკისციხე-ზემო სურების საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს სავალი გზის გაფართოებას, წყალგამტარი მილების, სანიაღვრე არხების და ყრილდამჭერი კედლების (გაბიონების) მოწყობას. სამუშაოებზე დასაქმებულია 20 მდე ადგილობრივი მცხოვრები.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ფინანსდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მომავალი წლის თებერვალში დასრულდება.