ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლს გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები ესაჭიროებოდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2013 წელს დააფინანსა ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი და იმავე წელსვე დაიწყო რეაბილიტაცია. 2014,2015 და 2016 წლებში სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. მასში ქართველ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი კონსულტანტებიც - იღებდნენ მონაწილეობას.
სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში გაიწმინდა კედლები; მოეწყო კონსტრუქციული ჭიმები; ტაძრის აღმოსავლეთი ფასადის მთელი პერიმეტრი დამუშავდა ბიოლოგიური ნადების საწინააღმდეგო ბენზალკოლიუმის ხსნარით და გაიწმინდა არსებული ნადებისაგან; ფასადი გათავისუფლდა სხვადასხვა პერიოდის ცემენტის შევსებისაგან; განშრევებული ქვის სიღრმეები და ბზარები გასუფდავდა ჰაერის მსუბუქი ჭავლით; განხორციელდა დაბზარული ქვის კონსერვაცია; შეივსო ნაკერები. ტაძარზე საკონსერვაციო სამუშაოები მომავალშიცაა დაგეგმილი.