შპს „დემეტრე და კომპანია" ახალციხეში სამშენებლო მასალის მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. საწარმოს ძირითადი მიმართულება ცემენტის და ბორდიურის წარმოება იქნება.
პროექტის მხარდასაჭერად კომპანიას სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალციხეში, ადიგენის ქუჩა #2-ში მდებარე უძრავი ქონება 1 ლარად გადაეცა.
სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, ჯამში მხარდაჭერილია 239 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 560.92 მლნ ლარს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა ჯამში შეადგენს 294.32 მლნ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 10,803 ადამიანი.