logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: ევროკავშირი ჯვაროსნული ალიანსია
- +

3 აპრილი. 2017. 11:48


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ აი ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებსა და რომის პაპს შორის ვატიკანში გამართული შეხვედრა ცხადყოფს, რომ ევროკავშირი „ჯვაროსნული ალიანსია" და შესაბამისად, თურქეთს ევროკავშირში არ იღებენ.


ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ლიდერი ვატიკანს ეწვია და მორჩილად უსმენდა პაპს. ახლა გესმით, თუ რატომ არ იღებენ თურქეთს ევროკავშირში უკვე 54 წელია? სიტუაცია საკმაოდ ნათელია: ევროკავშირი ჯვაროსნული ალიანსია. 16 აპრილს ჩვენ რეფერენდუმზე ამასაც გავცემთ პასუხს.

მე მართალი აღმოვჩნდი ევროკავშირთან მიმართებაში. ისინი ზედიზედ 14 წელი გვატყუებდნენ და განაგრძობენ ჩვენ მოტყუებას", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.


გასულ კვირას რომის ხელშეკრულების ხელმოწერის 60 წლისთავზე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების ლიდერები ვატიკანში რომის პაპს შეხვდნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner