logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობის სხდომაზე აღარ უნდა გახდეს ამ საკითხის განხილვა საჭირო!
- +

19 თებერვალი. 2016. 10:00


უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავრობის სხდომაზე გატანის გარეშე გადაწყვეტს. დავალება საგარეო უწყებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მისცა. კვირიკაშვილმა განმარტა, რომ ეს არის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის ინიციატივა, რომელიც მანდ მოიწონა:  


"ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე, საქართველოს მოქალაქეები, როდესაც ისინი უცხოეთში გარდაიცვლებიან, მათი ახლობლები, თუ მონახეს ნაცნობი ან კონტაქტი მთავრობაში, ისინი ამა თუ იმ გზას ნახულობენ და მოგვამრთავენ და ჩვენ მთავრობის სხდომაზე გადმოსვენების საკითხს ვიხილავთ. ასევე პრობლემაა, ის, რომ ბევრი ადამიანია, ვინც ესა თუ ის არხი ვერ მონახა და სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც გვამი თვეობით უცხოეთშია. მე მგონია, რომ ეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ჩვენი თანამემამულეები საქართველოში გადმოვასვენოთ და მთავრობის სხდომაზე აღარ გავხადოთ ამ საკითხის განხილვა საჭირო. ეს ავტომატურ პროცესად უნდა ვაქციოთ.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალოთ, რომ მათ მიხედონ ამ პროცედურას და მთავრობის სხდომაზე საკითხის გატანის გარეშე, ყველა ჩვენი თანამემამულე, ვინც მოგვმართავს დაფინანსებით და დახმარებით უზრუნველყოთ, რათა ისინი დროზე იქნან საქართველოში გადმოსვენებულები.


დღესდღეობით ჩვენს მიერ მოკვლეული ინფორმაციით, არაერთი ჩვენი გარდაცვლილი თანამოქალაქე გადმოსასველებელია და უცხოეთში ინახებიან მაცივრებში - არ მინდოდა ეს სიტყვა მეხმარა, მაგრამ მართლაც და ჩვენი ღირესების საკითხია, რომ ამ ოჯახებს მივხედოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner