logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ერთ დღეში გათავისუფლებული 60 დირექტორი!
- +

1 აპრილი. 2016. 02:45


საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ერთ დღეში გათავისუფლებული 60 ბაგა- ბაღის დირექტორების სიას აქვეყნებს.


ხმას როგორ აღებინებთ ნაციონალებს საერთოდ?"- წერს გამზარდია სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი აბესაძის პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო დროს ბაგა-ბაღებიდან დირექტორები პოლიტიკური ინტრესების გამო გათავისუფლდნენ, საფუძველს მოკლებულია.

 

საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი აბესაძე, წესით ხმას არ უნდა იღებდეს გონიერებისა და სინდისის უმცირესი რაოდენობა მაინც რომ ჰქონდეს - საკმაოდ მძიმე ფინანსურ დარღვევებში მყოფი დირექტორების განთავისუფლება კი არ უნდა გააპროტესტოს, უნდა მოითხოვოს, საქმე აღიძვრას იმ მაღალჩინოსნების მიმართ, ვინც დისკრიმინაციულად და უკანონოდ გაანთავისუფლა 207 დირექტორი თავის დროზე.

 

როგორც მშობელი და როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, კიდევ ერთხელ მოვითხოვ ბაღების მართვის სააგენტოს მხრიდან დამრღვევი დირექტორების გამოვლენას და მათი პასუხისმგებლობის დაყენებას.

ასევე მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ საქმე აღძვრას წინა წლებში ასობით უკანონოდ დათხოვნილი დირექტორების საკითხზე და მაშინდელი გადაწყვეტილების მიმღებთა შესაბამისი პასუხისმგებლობა დააყენოს.

 

კიდევ ერთი დეტალი, ჩემთვის ცნობილია, რომ განთავისუფლებული დირექტორები ზეწოლას განაგრძობენ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ვერ აიძულეს პროტესტის გამოხატვისკენ, ასევე აშინებენ აღმზრდელებს, თითქოს და ახალი დირექტორები მათ გაანთავისუფლებენ, ცდილობენ შექმნან პანიკა ბაღებში და ა.შ.

მე ვურჩევდი ამ დირექტორებს, რომ გვერდითა დინებებისგან და თანამშრომელთა ზეწოლისგან თავი შეიკავონ, ასევე დაასრულონ ხელოვნურად პოლიტიზირების მცდელობა და მისცენ ბაღებს საშუალება გამოასწორონ ის დარღვევები, რაც მათ გამო დაფიქსირდა, ხელი შეუწყონ ჯანსაღი საწარმოო პროცესის გაგრძელებას."


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner