logo_geo
eng_logo
გელა ხვედელიძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

3 აპრილი. 2017. 12:59



შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფრომაციას „პირველი" ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი.


ცნობისთვის, გელა ხვედელიძეზე თავდასხმა თბილისში, რამდენიმე საათის წინ მოხდა. შს მინისტრის ყოფილი მოადგილე კლინიკაში გადაიყვანეს. მას მრავლობითი დაზიანება აქვს მიღებული.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner