logo_geo
eng_logo
ზაზა გაბედავა თინა ხიდაშელს: ვერაფერი გამოგივათ! მალე მიიღებთ ქართველი ხალხის რისხვას!
- +

31 მარტი. 2016. 21:46


„იბერიულ-კავკასიური მოძრაობის" მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი ზაზა გაბედავა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელს მიმართავს:


„ჩვენ შევქმენით 1991 წლის 31 მარტი! თუ მაშინ შევძელით, დღეს უფრო ადვილია.“ - აცხადებს თინა ხიდაშელი... რას კადრულობთ, ქალბატონო თინიკო? სინდისის ნატამალი არ დაგრჩაათ? მთელი თქვენი რესპუბლიკური პარტია პუტჩისტების ხროვითაა დაკომპლექტებული და დიახ, სწორედ თქვენ ებრძოდით ზვიად გამსახურდიას! თქვენ დაამხეთ ეროვნული ხელისუფლება! ვერ მოატყუებთ ქართველ ერს! გინდათ, რომ თავი მოგვაჩვენოთ ეროვნული მოძრაობის ლედერად, რათა არჩევნებში კვლავ მოატყუოთ ქართველი ხალხი ძველი შევარდნაძისეული მეთოდებით, მაგრამ პირობას გაძლევთ - ვერაფერი გამოგივათ! მალე მიიღებთ ქართველი ხალხის რისხვას!


თინა ხიდაშელმა 31 მარტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:


„ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და გასაფრთხილებელი დღე დადგა.

25 წლის წინ, სწორედ დღეს, ყველამ ერთად: ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა, სომხებმა, აზერბაიჯანელებმა... ყველამ, ამ მიწის შვილებმა ერთად ვუთხარითარა" საბჭოთა კავშირს, ერთად მოვინდომეთ და გავიმარჯვეთ, ერთად ვუთხარითდიახ" ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, დემოკრატიულ ევროპულ საქართველოს.

იმ დღის სულისკვეთებით მოვიდა დღემდე ჩვენი ქვეყანა.

იმ სულისკვეთებით ვაგრძელებთ სიძნელეებთან ჭიდილს, სიბნელესთან ბრძოლას, წინააღმდეგობების გადალახვას.

კიდევ დიდ ხანს გაგვყვება 25 წლის წინანდელი რეფერენდუმის ერთსულოვნება, შემართება და გამარჯვება, მაგრამ, ნამდვილად მჯერა, ზუსტად ვიცი, რომ კიდევ შევქმნით ასეთ დღეებს, რაც შემდეგი მეოთხედი საუკუნის სიძნელეებს გადაგვალახინებს, საკუთარი სამშობლოთი სიამაყეს გაგვიძლიერებს.

ჩვენ შევქმენით 1991 წლის 31 მარტი!

თუ მაშინ შევძელით, დღეს უფრო ადვილია!

აუცილებლად, მორიგ ჯერზეც შევძლებთ!

ყველას გილოცავთ!".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner