logo_geo
eng_logo
2018 წლიდან მოწევა ყველა შენობაში აიკრძალება
- +

3 აპრილი. 2017. 14:14



2018 წლის მაისიდან ნებისმიერ შენობაში თამბაქოს მოხმარება აიკრძალება, ხოლო 2020 წლიდან, აკრძალვა სტადიონებს, მსგავს ღია სივრცეებსა და სარეკლამო ბაზარსაც შეეხება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განუცხადა.


შენობაში თამბაქოს მოხმარების ფაქტის დაფიქსირებისას, იურიდიული პირი თავდაპირველად, 500 ლარის ოდენობის თანხით, განმეორების შემთხვევაში 2 000, ხოლო სისტემატური მოხმარებისას 5 000 ლარით დაჯარიმდება.


„იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი მოინდომებს, თამბაქოს მოხმარებისთვის ფართი სპეციალურად გამოყოს, მას ამის უფლება არ მიეცემა, რადგან ეს არც ევროპის რომელიმე ქვეყანაშია ნებადართული და არც საქართველოში იქნება. პირადი საცხოვრებლის გარდა, თამბაქოს მოხმარება ნებისმიერ შენობაში აიკრძალება, იქნება ეს კაფე, რესტორანი თუ ოფისი, პენიტენციური სისტემისა და ჯერჯერობით ღია სივრცეების (სტადიონები, ქუჩა და ა.შ) გარდა", - განმარტა ზოიძემ.


პარლამენტი კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, კანონპროექტზე მუშაობა დაახლოებით 2 თვეში დასრულება.



რეგულაციები ნაწილობრივ ევროკავშირის სტანდარტებიდან გამომდინარეობს, მიზეზი ასევე ის სტატისტიკაა, რომელიც გვიჩვენებს, რომ მსოფლიოში თამბაქოს მოხმარებით ყოველწლიურად, 6 მილიონი ადამიანი იღუპება, აქედან 1 მილიონი კი პასიური მწეველია",-აღნიშნავს ის.


პარლამენტის წევრები ასევე აღნიშნავენ, რომ რეგულაციები არა მწეველებისთვის შეზღუდვების დაწესებას, არამედ არამწველებისთვის თამბაქოს პასიური მოხმარების თავიდან არიდებას გულისხმობს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner