logo_geo
eng_logo
ნონა გაფრინდაშვილი სტუმრად თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში
- +

3 აპრილი. 2017. 15:21

 


თბილისის 35-ე საჯარო ბაღის აღსაზრდელებს უჩვეულო სიურპრიზი მოუწყვეს - გლდანის რაიონში მდებარე ბაგა-ბაღს მსოფლოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი ესტუმრა.


ინიციატივა, რომელიც  ბაღებში ჭადრაკის შესახებ ღია გაკვეთილების ჩატარებისა და პატარებში სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესის გაზრდას ისახავს მიზნად, მსოფლიო ჩემპიონს მაია ლომინეიშვილს ეკუთვნის.  პირველი გაკვეთილი 35-ე ბაღის აღსაზრდელებს დღეს სწორედ ჩემპიონებმა ჩაუტარეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბავშვებისთვის ჭადრაკი უცხო არ ყოფილა და რამდენიმე აქტიურმა პატარამ ჩემპიონთან ერთად  ითამაშა. ღია გაკვეთილს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე დაესწრნენ.


ბაღის ადმინისტრაციამ კი თავის მხრივ ღონისძიების გაფორმებაზე  იზრუნა და საპატიო სტუმრებს ჭადრაკის ფიგურების კოსტიუმებში გამოწყობილი პატარები და ლამაზი დეკორაციებით გაფორმებული ინტერიერი დაახვედრა.


„ძალიან მნიშვნელოვანია სპორტულ-ინტელექტუალური თამაშების დანერგვა საბავშვო ბაღებში. თუ ბავშვს აქვს მიდრეკილება ჭადრაკის თამაშისკენ, მნიშვნელოვანია, რომ  5-6 წლიდან მას მიეცეს შესაბამისი ცოდნა და გადადგას პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ნამდვილად დასაფასებელია ეს ინიციატივა და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მხარს დაუჭერს მის განხორციელებას", - განაცხადა თემურ თორდინავამ.


ჭადრაკის შესახებ ღია გაკვეთილებს მაია ლომინეიშვილი გლდანის რაიონის ბაღებში ჩაატარებს. მსოფლიო ჩემპიონს იმედი აქვს, რომ დღევანდელ აუდიტორიაშიც იყვნენ მომავალი ჩემპიონები.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner