logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ელემენტარული ველურობაა ეს!
- +

3 აპრილი. 2017. 15:50




გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ!


ამაზრზენია თავად ფაქტი.


ელემენტარული ველურობაა!!!!


ბოროტება!


კარგად გათვლილი აქციაა, საზოგადოების ყურადღების გადასატანი და კონკრეტულ პიროვნებების დისკრედიტაციისკენ მიმართული.


გ.ხვედელიძე საავადმყოფოშია! ძალიან ვწუხვარ!


მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!


ყველა სიკეთეს, რამეთუ ნამდვილად ღირსია!


მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია მასთან არავითარი კომუნიკაცია არ მაქვს, მართალია მცირე ხანს, მაგრამ კარგი ურთიერთობა მაკავშირებდა. რომ მოენდომებინა, სიამოვნებით გავაგრძელებდი მეგობრულ ურთიერთობას.


გონიერი, გამოცდილი, განათლებული, უაღრესად თავდაჭერილი, სანდო, სიტყვის კაცი!


ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა რაც ადრე მითქვამს, მის ე.წ. „დანაშაულზე", რის გამოც გაასამართლეს და დასაჯეს.


გულწრფელად უნდა ვთქვა, ერთობ მეეჭვება რომ მისი გამოცდილების მქონე მოხელემ და ადამიანმა „ჩაიდინა" ის, რაშიც ადანაშაულებდნენ!


ერთ რამეში კი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: მისი „თავიდან მოშორება" ვერ იყო მოსაწონი გადაწყვეტილება. მისი პროფესიონალიზმი ნამდვილად წაადგებოდა ქვეყანას, განსაკუთრებით, კრიმინალთან ბრძოლაში. და ეს ჩემი პრინციპული პოზიცია დამალული არ ყოფილა მავანისთვის.


რაც შეეხება დანარჩენ „პროზას", ანუ, ბოდვებს თემაზე - „კართაგენი უნდა დაინგრეს!" - გაზაფხულს დავაბრალოთ... ამ დროს აშლილობის მომძლავრება ტრადიციულია. არა მარტო პოლიტიკურ თუ მედია-სცენაზე... ისევე, როგორც „ვირთხების" და პროვოკატორების გამოჩენაც არენაზე. მრავლისმეტყველი ღიმილის მომგვრელია ეს „ცირკი".


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner