logo_geo
eng_logo
რუსუდან კერვალიშვილი საპროცესო შეთანხმებას დათანხმდა
- +

3 აპრილი. 2017. 15:56




რუსუდან კერვალიშვილის ოჯახი თანახმაა, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსს" კერვალიშვილის შვილმა ნინო დარასელმა განუცხადა.


„რა თქმა უნდა, თანახმა ვართ საპროცესო შეთანხმებაზე. მიმაჩნია, რომ ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია, რომელიც დიდი ხნის წინ შეიძლებოდა დამდგარიყო, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. შესაბამისად, ყველა გონიერ შეთავაზებაზე მოლაპარაკებების წარმოებაზე თანახმა ვართ. პირობების შეთანხმება მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა მოხდეს და უნდა იყოს ისეთი, რომ ყველა იყოს კმაყოფილი, როგორც დაზარალებულები, ისე ჩვენ. ამ შემთხვევაში ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება თავისუფლებაზე ყოფნა", - განაცხადა ნინო დარასელმა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ, „ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. „ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს და „დექსუსის" დამფუძნებელ ივანე ცაგურიას ბრალი თაღლითობა-თანხების მითვისებაში ედებათ.


პროკურატურა „ცენტრ პოინტის" საქმეზე მსჯავრდებულებისთვის საპროცესო შეთანხმების შეთავაზებას ძალაში ტოვებს. დაცვის მხარე კი, სასამართლოს გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში ასაჩივრებს.


„განვმარტავთ, რომ სასამართლოს განაჩენით, ყველა დაყადაღებულ ქონებას ყადაღა მოეხსნა", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner