ლილო-ორხევის საუბნო განყოფილებების ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საგზაო სამუშაოები 5 მისამართზე დასრულდა.
კაკლიანის, მერი მდივნის, ფრანგულიანისა და ჩანტლაძის ქუჩებზე; სოფ. წინუბანში, ლილოს დასახლების 1 კვარტალში და 107-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ 16 350 მ2 ასფალტის ახალი საფარი დაიგო.
საგზაო სამუშაოები დამატებით კიდევ ოთხ მისამართზე მიმდინარეობს. ასევე დაგეგმილია ორხევისა და თეთრიხევის დასახლებაში ცენტრალური გზის საფარის სრული რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, სამგორის რაიონში საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელის სისტემების მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები 2 მისამართზე უკვე დასრულდა.
ლილო-ორხევის საუბნო განყოფილებების ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საბავშვო სკვერებისა და სტადიონების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. ამ დროისთვის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 მისამართზე არსებულ სტადიონს. 2 მისამართზე კი სკვერი მოეწყო. უახლოეს მომავალში, დაგეგმილია კიდევ ერთი სკვერის კეთილმოწყობა.