logo_geo
eng_logo
თამარ კორძაია: მსგავსი მოვლენა საქართველოში ჯერ არ ყოფილა...
- +

31 მარტი. 2016. 22:31


„რესპუბლიკური პარტიის" წევრის  თამარ კორძაიას განცხადებით „რესპუბლიკური პარტია" „ქართულ ოცნებასთან" სათანამშრომლოდ მზად არის.


ამის შესახებ კორძაიამ გადაცემაში 2030 განაცხადა:


„ხელისუფლებაში „ქართულ ოცნებასთან" ერთად კოალიციური ურთიერთობებით მოვედით და ამ ხნის მანძილზე ძალიან წარმატებულად ვთანამშრომლობდით. დიახ, ჩვენ პარტნიორები ვართ და წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენს პარტნიორთან კონკურენციაში შევალთ. მსგავსი მოვლენა საქართველოში ჯერ არ ყოფილა და სასიხარულოა, რომ ამის სათავეში სწორედ ჩვენ ვართ. "რესპუბლიკელები", "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის გზით, ევროპული დემოკრატიის საფუძვლებს ვქმნით და სათავეს ვუდებთ პროგრესულ გადაწყვეტილებებს." - განაცხადა თამარ კორძაიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner